CITGeorgia - ქართულ ავსტრიული სამშენებლო ლაბორატორია

ხარისხი ქმნის ნდობას

ჩვენ შესახებ

CITGeorgia - სამშენებლო მასალების ლაბორატორია

ქართულ‐ავსტრიული სამშენებლო საგამოცდო ლაბორატორია შპს,,კავკასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგია” საქართველოში დაარსდა 2013 წელს და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის როგორც დონორი ორგანიზაციების , ისე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ გზების მშენებლობისა თუ რეაბილიტაციის პროექტებში. თავის მხრივ ავსტრიული დამფუძნებელი Nievelt Engineur GmbH როგორც საზედამხედველო, ისე ლაბორატორიულ საქმიანობას ახორციელებს ევროკავშირის წევრ შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, გერმანია, იტალია, სერბეთი, ჩეხეთსა და სლოვაკეთში
სერვისები

ქვიშა ხრეშოვანი ნარევები

ლაბორატორია გთავაზობთ სამშენებლო მასალების გამოცდას და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას

ბეტონის ნარევი, ცემენტი და ბეტონის კონსტრუქციები

ბეტონის ხარისხი უზრუნველყოფს მშენებლობის მდგრადობას. ლაბორატორია გთავაზობთ ბეტონის მარკის დადგენას უკვე ჩასხმულ კონსტრუქციაში

ასფალტბეტონი და ბიტუმი, საგზაო მონიშვნა და ნიშნები

ჩვენი ლაბორატორია წამყვან პოზიციაზეა საქართველოში ასფალტბეტონის ხარისხის უზრუნველყოფით. სიახლე გვაქვს საგზაო მონიშვნის შემოწმებასთან დაკავშირებითაც.

ლაბორატორიული საქმიანობა მიმდინარეობს საერთაშორისო აისო სტანდარტის შესაბამისად

გამოცდილება

მაგისტრალური გზების მშენებლობა

საქართველოს მასშტაბით აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებზე ლაბორატორიული მომსახურება, მათ შორის რიკოთის ოთხივე ლოტზე ასფალტბეტონის რეცეპტების დაპროექტება და ნარევების ყოველდღიური მონიტორინგი

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა

200-ზე მეტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ლაბორატორიული მომსახურება

საცხოვრებელი და საოფისე შენობების მშენებლობა

საფუძვლის ფენების მასალების მონიტორინგი და ლაბორატორიული შემოწმება. ც/ბეტონის ნიმუშების გამოცდა და კონსტრუქციაში ბეტონის მარკიანობის დადგენა.

დაჯავშნეთ შეხვედრა